არასრულწლოვანი დის მიმართ ძალადობის ფაქტი ბორჯომში - გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, 17 წლის დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ძალადობის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, გ.კ-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური და მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი მიმდინარეობს.