ზუგდიდში, ლომთათიძის ქუჩაზე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. დასახლებაში მცხოვრები დევნილების ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, შენობის მეორე სართული სრულადაა დამწვარი. ოჯახებმა ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.