19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე - კახა კალაძე სპორტის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც ე.წ ბარაკების ადგილზე სკვერი გაკეთდება

სპორტის სასახლის მიმდებარედ არსებული ე.წ ბარაკების ადგილზე სკვერი გაკეთდება.- ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და სპორტის სასახლის გარშემო არსებულ განაშენიანებას ურბანული გენოციდი უწოდა.

მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნებართვის გამცემი და ასევე მიმღებებიც, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე. არანაირად არაა განსაზღვრული გზები, როგორ უნდა იყოს დაგეგმილი, რეკრეაციულ სივრცეებზე ზედმეტია საუბარი. ელემენტარულად, რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ. ტყვარჩელის ქუჩის #5 მდებარეობდა ბარაკები და მოთხოვნა იყო, რომ მათ ადგილზე აშენებულიყო ისევ კორპუსები, რაც კონკრეტული ადგილისთვის იქნებოდა კიდევ დამატებითი პრობლემები, შესაბამისად, ჩვენ მოველაპარაკეთ ოჯახებს, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და დაახლოებით 1500 კვ.მ მიაქვს მუნიციპალიტეტს, ვიწყებთ ბარაკების დანგრევას და ამ ადგილზე აშენდება პატარა სკვერი. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკი არ არსებობს, ტროტუარებიც არ არსებობს, არის მხოლოდ აბლანდულ-დაბლანდული გზები,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები