19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 682 ფაქტი გამოავლინა - დაჯარიმდა 100 პირი

შსს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 682 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 100 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 582 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დღის ამბები