თემქის ხევში საქალაქო პარკი ეწყობა. 22 ჰექტარ ფართობზე, სადაც ადრე მხოლოდ ჭაობი იყო, თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა.
22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა, ასევე, აშენდება კაფე, მედიათეკა, ბელვედერი, მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ურბანული მეურნეობის ზონა.
ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს; დამონტაჟდება განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა, 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი დაითესება ბალახი. პარკის მოწყობის სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ავტორი: თამარ თათარაშვილი