"ძირს კორუმპირებული მერი", "ხელფასები შეიმცირეთ ჩინოვნიკებო" - ამ მოწოდებებით მიმდინარეობს აქცია ქუთაისის მერიასთან.
აქტივისტები, "მოძრაობა საქართველოსთვის" და პოლიტიკური პარტიების წევრები ადგილობრივი ხელისუფლების და იმერეთის გუბერნიის საქმიანობას აპროტესტებენ და მათ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, პანდემიის პირობებში მერი და გუბერნატორი ბიუჯეტის თანხას პირადი კომფორტისთვის ხარჯავენ, ასევე მნიშვნელოვან ტენდერებში ადგილობრივი ხელისუფლების საოჯახო ბიზნესები იმარჯვებს. ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.