"კურიერმა" კიდევ ერთი თაღლითური სქემა გაშიფრა. დანაშაულის ადგილი ისევ ინტერნეტია, მასშტაბი გაცილებით დიდი.
საუბარია ასობით დაზარალებულსა და მოპარულ ათასობით ლარზე. ამ სქემის ავტორები მსხვერპლს ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე არჩევენ.
უკავშირდებიან, ნდობის მოსაპოვებლად გასაყიდი ნივთის მდგომარეობითაც კი ინტერესდებიან და ანგარიშსწორების ფორმად საქართველოს ფოსტის და მაიმარკეტის არარსებულ სერვისს სთავაზობენ.
სქემას, სავარაუდოდ, ასობით დაზარალებული ჰყავს, უკანონოდ მოპოვებული თანხის ოდენობა კი რამდენიმე ათასს შეადგენს. მასშტაბური თაღლითური სქემის საქმეზე გამოძიება თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით მიმდინარეობს.