19 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც გუშინ ბარი გახსნა, უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა, უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის გუშინ ღამით 2 000 ლარით დააჯარიმეს.

ადგილზე სამართალდამცველები, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ხმაურზე ახდენდნენ შემოწმებას.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და ბარის ამოქმედებას კვლავ აპირებს.

"არკვევდნენ ვინ არის ამ ფართის მფლობელი, მერე გაარკვიეს კონკრეტულად მართლა იმისგან მაქვს თუ არა იჯარით აღებული ეს ფართი, შემდგომ ჩათვალეს, რომ მე აქ ვეწევი ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც აკრძალულია მთავრობის რომელიღაცა დადგენილებით და შესაბამისად, რადგანაც ეს არის აკრძალული ამის გამო მე ფიზიკური პირი დამაჯარიმეს 2 000 ლარით, მომცეს რაღაცა ოქმი, მითხრეს ხელი მოაწერეო, ვუთხარი ხელს არ მოვაწერ ისე დამიტოვე მეთქი," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ,

დღის ამბები