ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბათუმის საკათედრო ტაძარში დაღუპულის კოლეგები და მეგობრები იმყოფებიან. პანაშვიდზე რიგითი მოქალაქეებიც მიდიან.
25 წლის თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, მეხანძრე-მაშველი გამოძახებაზე იმყოფებოდა, ის სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.
მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო 1 წელია მუშაობდა. მანამდე ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, კერძოდ - ავღანეთის ბაზაზე.
თორნიკე კიპაროიძეს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.