ექსპერტ-კრიმინალისტები თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. სამართალდამცველების მობილიზება ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალს უკავშირება.
სავარაუდოდ, ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.