04 სექტემბერი 2026,   03:57
ვრცლად
სტუქტურული ცვლილებები მთავრობაში - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ უწყებად იყოფა

მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში გრძელდება. საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ უწყებად იყოფა კომიტეტებზე განიხილავენ. საუბარია საფინანსო-საბიუჯეტო, მოგვიანებით კი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე.

ცვლილების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცალკე, კულტურისა და სპორტის უწყება კი დამოუკიდებლად იფუნქციონირებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მინისტრების დანიშვნა პრემიერის პრეროგატივაა და თუკი ეს თეა წულუკიანი იქნება - მას "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ექნება.

""ქართული ოცნებისთვის" კულტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, უფრო ეფექტური მმართველობის განსახორციელებლად და აქტიური რეფორმების გასატარებლად, მიღებული არის გადაწყვეტილება, რომ ცალკე გამოეყოს კულტურის მიმართულება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, როგორც სამინისტროს დონეზე ისე კულტურის კომიტეტის დონეზე,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები