03 სექტემბერი 2026,   19:19
ვრცლად
ბრიტანეთი და საქართველო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ერთიან ელექტრონულ პლატფორმას შექმნიან 

გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. უენდი მორტონმა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გამართა.

გაფორმდა მემორანდუმი სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის თაობაზე. შეთანხმება ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც მასწავლებლებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის შესაძლებლობას მისცემს.

"საინტერესო შეხვედრა შედგა, სადაც ვისაუბრეთ ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ბრიტანეთის საბჭოსთან, რომელიც ეხება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და ცალსახად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის გაუმჯობესებას," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში ერთ დღიანი ვიზიტისას მორტონი შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს, იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთხელ დაგმო.

დღის ამბები