06 სექტემბერი 2026,   11:44
ვრცლად
ხმაური სოფელ ნამახვანში - მოსახლეობა კომპანია "ენკას" მიერ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ხმაური იყო სოფელ ნამახვანში - მოსახლეობა კომპანია "ენკას" მიერ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, კომპანია სოფელში ერთ-ერთი მთის გაბურღვით სამუშაოებს აწარმოებს, რის შემდეგაც ტერიტორიას დანაღმავენ და ააფეთქებენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. კომპანია "ენკას" განცხადებით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ხელის შეშლის ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია მიმართავს პოლიციას, რომ სამუშაოების წარმოება არ შეაფერხონ.

დღის ამბები