სამტრედიაში გაუჩინარებული ბავშვები იპოვეს. 11 და 13 წლის მოზარდები სტადიონზე ნახეს.
როგორც მშობლებს უთხრეს, ბანკომატმა თანხა ჩაუყლაპა, შეეშინდათ სახლში არ გაბრაზებოდნენ, ამიტომ დაიმალენ.
მათ ღამე სტადიონის ლოჟაში გაათენეს, დილით კი მეზობელმა იპოვა. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.