26 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
კახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის მამამკაცი ლაგოდეხში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11"-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126"-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები