19 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
გვსურს მოვახდინოთ მოცემული სასამართლო განჩინების აღსრულება - შსს

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, ისინი ოფისთან ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენის მშვიდობიანად აღსრულების მიზნით იმყოფებიან.

"როგორც ვიცით ნიკანორ მელია იმყოფება ამ შენობაში და გვსურს, რომ მოვახდინოთ მოცემული სასამართლო განჩინების აღსრულება. სასამართლოს გადაწყვეტილების ხელის შეშლისათვის წინააღმდეგობის გაწევა ისჯება კანონით. ჩვენი მიზანია, რომ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ყოველგვარი იძულებითი ღონისძიებების გარეშე.

განჩინება თქვენ ადვოკატებს სასამართლოს მიერ როგორც მხარეს უკვე გადმოცემული გაქვთ.

მოგვეცით საშუალება მივიდეთ უშუალოდ ბრალდებულთან და დავიწყოთ სასამართლო განჩინების აღსრულება," - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

დღის ამბები