17 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"დარჩენილია ფანჯარა, რომელიც შეიძლება "ოცნებამაც" გამოიყენოს" - ანა დოლიძე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალზე საუბრობს

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, დარჩენილია ფანჯარა, რომელიც რეალურას განმუხტავს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

"ღამის კურიერში" სტუმრობისას ანა დოლიძე აცხადებს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთ ღონისძიებას არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვლის, შესაძლებელია პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში დაბრუნდეს.

"ორპოლუსიანობა არის "ქართული ოცნების" მთავარი მართვის ბერკეტი. დღეს იმისთვის, რომ მოხდეს დეესკალაცია, ანუ ეს ორი პოლუსი ჩაცხრეს და საზოგადოებრივ დღის წესრიგში დაბრუნდეს ის თემები, რაც უნდა იყოს პოლიტიკაში, არსებობს ერთი ფანჯარა - ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, ის აწერია მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, ეს არის ფანჯარა, რომელიც შეიძლება "ოცნებამაც" გამოიყენოს და რომელზეც მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ისაუბრონ...

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, ანუ ის, რომ მას დაუმძიმდა გირაოს გადაუხდელობის გამო და შეეფარდა პატიმრობა, ის, რაც აღასრულა სახელმწიფო ჩვენმა სტრუქტურებმა, გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, 72 საათის ვადაში უნდა განიხილოს მოსამართლემ და გადაწყვიტოს, ამ შემთხვევაში მოუსმენს ადვოკატებს, თუ დატოვებს საპატიმრო ღონისძიებას ძალაში, ეს ფანჯარა ჯერ კიდევ არსებობს.

დავიტოვოთ იმედი, რომ ყველა ადამიანისგან შეიძლება რაღაცა გამონათება მოხდეს, შეიძლება მოსამართლე გოგინაშვილმა ისტორიული მიმდინარეობა ამ მოვლენებისა  შემოატრიალოს და არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენოს ნიკა მელიას მიმართ და მეორე, თუ ხელისუფლებას რამე ბერკეტი აქვს და გონიერება, მაშინ მან თქვას, ეს არის სამართლებრივი გამოსავალი, მე ამასთან საქმე არ მქონია და ნიკა მელია გამოუშვას და ამის შემდეგ უკვე ფასილიტატორებმა, როგორც სერიოზულმა ინსტიტუტმა გადაიბარონ ეს პროცესი და დააბრუნონ ნორმალური პოლიტიკური პროცესი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები