19 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
6 გარდაცვლილი, 443 ახალი შემთხვევა და 461 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 269 438 შეადგინა.

კოვიდინფექცია დაამარცხა კიდევ 461 ადამიანი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 263 257 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 463- გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 19 051 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 825 , PCR ტესტით - 7 226.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2,33%, ბოლო 14 დღის - 2,36%, ბოლო 7 დღის - 2,36%.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება - 307 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 600, ხოლო კლინიკურ სასტუმროში  - 193.

დღის ამბები