19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
შალვა ფიზიკურად არ იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ უფლებამოსილი პირი იყო - დაკავებული "თრეველ.ჯი-ს" დირექტორის ძმა

ჰქონდა თუ არაა "თრეველ.ჯის" დირექტორს შალვა ბოლოთაშვილს ინფორმაცია, რომ ტრანსპორტი, რომელმაც შატილში 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გაუმართავი იყო - "რა თქმა უნდა - არა", აცხადებს დაკავებულის ძმა ბაკურ ბოლოთაშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დაკავებულის ძმის თქმით, შალვა ბოლოთაშვილი ადგილზე ფიზიკურად არ იმყოფებოდა.

"შალვამდე ბევრი რამე იკვეთება, სხვანაირად არის საქმე... შალვა ფიზიკურად არ იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ უფლებამოსილი პირი იყო იქ," - აცხადებს, "თრეველ.ჯის" დირექტორის შალვა ბოლოთაშვილის ძმა.

შალვა ბოლოთაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა. 

ცნობისთვის, პროკურატურამ ტურისტული კომპანია "თრეველ.ჯი-სა" და ამავე კომპანიის დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მფლობელს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ტრანსპორტში მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამაგრებული იყო მავთულებით, გაუმართავი იყო მიკროავტობუსის სამუხრუჭე სისტემა. ასევე გაირკვა, რომ მძღოლს გადაჰყავდა ადამიანების იმ რაოდენობაზე მეტი, ვიდრე ეს მისი კუთვნილი ტრანსპორტისთვის იყო დასაშვები. ამ საქმეზე პოლიციამ ორი პირი გუშინ დააკავა. მათ ბრალად ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები