19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში დადანაშაულებულ პირებს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში დადანაშაულებულ პირებს ​ჯგუფური ძალადობის ბრალდებას დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ამის შემდეგ სასმართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.

შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

პოლიციამ სამივე მოძალადე ადგილზე დააკავა.

თავდასხმის ფაქტს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიცია და პასუხიმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრა. მომხდარი დაგმეს მმართველ გუნდშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები