26 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
ჯორჯიის შტატში პოლიციამ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან 2 მგზავრი უსაფრთხოდ გამოიყვანა

დრამატული კადრები ჯორჯიის შტატიდან. ავტომობილი 2 მგზავრით ხეს შეეჯახა, გაჩნდა ცეცხლი, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფ მგზავრებსაც მოეკიდა.

ისინი საპატრულო პოლიციის სწრაფი რეაგირების შედეგად სატრანსპორტო საშუალებიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

ფეტვილის სასწაფო დახმარების სამსახურის ცნობით, მგზავრებს დამწვრობები აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები