17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას "ლელოს" მსგავსად არც "სტრატეგია აღმაშენებელი" ემხრობა

ოპოზიციის ნაწილი, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის კარვებით გადაკეტვის იდეას არ ეთანხმება, რადგან მათი განცხადებით, დისკომფორტი არა მოქალაქეებს, არამედ ხელისუფლებას უნდა შეექმნას. "ლელოს" შემდეგ, უკვე მეორე პარტიაა "სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციიდან, რომელიც თანაგუნდელებს არ ეთანხმება და რუსთაველის გამზრიზე გზის სავალი ნაწილის ნაწილის გადაკეტვის წინააღმდეგია. 

"არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ და დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას და არა ხალხს. ჩვენ მოძრაობის ლიდერებს დაველაპარაკებით და ჩვენს არგუმენტებს ვეტყვით. თუმცა, ჩვენ "სტრატეგია აღმაშენებელი" არ ვემხრობით მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნას. მათ შორის არც კარვების გადმოტანას სავალ ნაწილზე," - აღნიშნავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე. 

"ლეიობორისტულ" პარტიაში კი აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. 

"თუ ხელისუფლება დარჩება ყრუდ, ბრმად და არ გაითვალისწინებს იმ რეალობას, რაც შექმნილია ქვეყანაში, ბუნებრივია აქციების ფართომასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ბუნებრივია, ჩვენ თვითონ ვიქნებით ამის მონაწილეები, ქმედებები კი, კონსტიტუციისა და სამართლის ჩარჩოებში, რაც შეიძლება მკაცრი უნდა იყოს," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა. 

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ რასაც საპროტესტო მუხტი მოითხოვს, ოპოზიცია იმას გააკეთებს. 

"აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია. თუ მოხდება რაიმე ესკალაცია, არ გამოვრიცხავ ახალი დეტალები შევიტანოთ. რაც შეეხება კარვის ქალაქად გადაქცევა, რასაც საპროტესტო მუხლი მოითხოვს, ყველა იმ მეთოდს გამოვიყენებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლობის გარეშე არაფრის  ხელოვნურად გამწვავებას არ ვაპირებთ," - აღნიშნავს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია-კონცერტი გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები კარვებში იმყოფებოდნენ.

გზის სავალ ნაწილზე აქტივისტებმა კარავი გუშინ დღისით დადგეს. სამართალდამცველებმა მათ რამდენჯერმე მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, საკითხზე მცირე შელაპარაკებაც მოხდა. აქტივისტები პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან. ისინი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სახელმწიფო ეცდება გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ასევე, მათი უსაფრთხოება ვინც კარვებშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები