ვერდიქტის მოლოდინში - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ნებისმიერ წუთს გამოცხადდეს. ბოლო პროცესი, რომელიც 5 საათი მიმდინარეობდა მცხეთის სასამართლოში დღის ბოლოს დასრულდა.
ბრალდებულებმა საკმაოდ ემოციური განცხადებები გააკეთეს, რაც პროკურატურამ სასამართლოსთვის თავის შეცოდების მცდელობად შეაფასა. განსხვავებული მოლოდინები აქვთ ბრალდებულების ადვოკატებს, ისინი გამამართლებელ განაჩენს ელიან.
მოკლული ფეხბურთელის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებები საკმარისზე მეტია და დამნაშავეები პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ.