18 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე მოცარტის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი კანადის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე მოცარტის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. გარდა ამისა, მუსიკოსმა ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდო, აუდიტორიის სპეციალური პრიზი მიიღო.

ანა ყიფიანი კანადის საერთაშორისო კონკურსზე 200 მონაწილიდან ხუთეულში მოხვდა და საპატიო ლაურეატი გახდა. თუმცა ეს 27 წლის პიანისტის წარმატების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია.

 

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები