20 აპრილი 2024,   00:20
ვრცლად
"კურიერმა" შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის სიტყვის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა - რევაზიშვილი ოქროს მოწმის წამოყვანის დეტალებს აღწერს

"კურიერმა" გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დასკვნითი სიტყვის აუდიო ჩანაწერი ექსკლუზიურად მოიპოვა. ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოხდა ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის წამოყვანა შემთხვევის ადგილიდან.

რევაზიშვილი ამბობს, რომ ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ამასთან ბრალდებული საქმის პროკურორების გამოკითხვას ითხოვს.

სათათბიროდ გასულმა მოსამართლემ გონივრულ ვადაში განაჩენი უნდა გამოაცხადოს და გადაწყვიტოს, არიან თუ არა დაკავებული ნაძალადეველები ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის მონაწილეები.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები