28 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
პროტესტი ჰონგ კონგში - სასამართლოს შენობის წინ, სადაც 47 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა

ჰონგ კონგში, სასამართლოს შენობის წინ, სადაც 47 ბრალდებულის დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ საგამოძიებო უწყება სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. დაკითხვის პროცესი 4 დღეა მიმდინარეობს, ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ჩინეთმა ჰონგ-კონგის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების კანონი მიიღო. ეს ცვლილებები ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, რომელიც ჩინეთს 23 წლის წინ დაუბრუნდა, ავტონომიაზე დიდი შეტევაა. კანონი 2 წლის წინ დაწყებულ საპროტესტო ტალღას მოსდევს და მისი მიზანი ამბოხის, სეპარატიზმის, ტერორიზმის და უცხო ქვეყნის ძალებთან გაერთიანების დაგმობაა. ასეთი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში პირებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები