19 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
19 წლის მამაკაცის სასტიკად ცემაში ბრალდებული თარაშ კანდელაკი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს თარაშ კანდელაკის საქმეზე იმსჯელა. ის 19 წლის მამაკაცის სასტიკად ცემაშია ბრალდებული. 

იმ არგუმენტით, რომ წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა ამოიწურა, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და თარაშ კანდელაკის საპატიმროდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება დაადგინა. 

თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი დარბაზში არ ესწრებოდა. ის პროცედურული საკითხების დასრულებისთანავე დატოვებს საპატიმროს. 

შეგახსენებთ, თარაშ კანდელაკი განსასჯელის სკამზე 9 თვის წინ მოხვდა. მან მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა 19 წლის ერეკლე თედიაშვილს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. 

დღის ამბები