19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
მნიშვნელოვანია ნდობა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ადამიანები ვაქცინას ურიგოდ მიიღებენ - აკაკი ზოიძე

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ვაქცინის შემოტანასთან და ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება და მათი ნდობის მოპოვება. 

აკაკი ზოიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ორი ფაქტორია - ნდობა და მოლოდინები.

"შესაძლებელი იყო, რომ ყველა იმ პერსპექტიულ მწარმოებელთან, როგორიც არის "მოდერნა", "ასტრაზენეკა", მაღალ დონეზე მოლაპარაკების დაწყება და ამაზე მოსახლეობის ინფორმირება, რადგან ეს ყველაზე დიდი ფაქტორია. ზოგადად, ამ პროცესში, ორი ფაქტორია - ნდობა და მოლოდინები. ნდობა იგება იქიდან, რომ მოსახლეობა მიხვდეს, მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ  ვაქცინა დროზე შემოვიდეს და ამ დამთრგუნველი შეზღუდვებისგან გავთავისუფლდეთ. ვაქცინა რომ შემოვა მარტის ბოლოდან ყველას გაგვიხარდება, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას, რომ მთავრობა თავს გაართმევს ამ პროცესს. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ის ხალხი, ვინც დღესაც ყოყმანობს ვაქცინა გაიკეთოს თუ არა. ეს ნდობა კი, სულ უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გამოჩნდეს ის, რომ ადამიანები ვაქცინას ურიგოდ მიიღებენ," - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

 

დღის ამბები