19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ჩვენ ანტივაქსერულ მოძრაობას ველოდებით, მთელი კამპანია მიმართულია სამთავრობო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს  ნაცვლად იმისა, რომ ვაქცინის სიკეთეებზე ვსაუბრობდეთ, კომუნიკაციის მთავარი თემა არის ის, თუ სად არის ვაქცინა. მისივე თქმით, მთავრობა ანტივაქსერულ მოძრაობას ელოდება და ამისთვის ემზადება კიდეც. 

"იმის ნაცვლად, რომ ამ ეტაპზე, ვსაუბრობდეთ, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს ვაქცინა, კომუნიკაციის თემა გახდა, სად არის ვაქცინა. ჩვენ ანტივაქსერულ მოძრაობას, რა თქმა უნდა, ველოდებით და ამისთვის ვემზადებით. თუმცა, დღეს მთელი კამპანია მიმართულია სამთავრობო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ. საქართველო 140 ქვეყნიდან იმ 18 ქვეყანაშია, სადაც გამონაკლისის წესით შემოვა "ფაიზერი", ეს შემთხვევით არ მოხდა. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. წნეხი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ვხედავთ რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკლია, თუმცა ამ სიტუაციას წნეხი არ გამოასწორებს,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები