ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, "ლელო საქართველოსთვის" გამოძიების დაწყებას ითხოვს.
შესაბამისი განცხადებით პარტიის წევრებმა საგამოძიებო უწყებას მიმართეს. მათივე თქმით, მასალა შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მისი შესწავლა აუცილებელია.
"მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. საუბარია არა პროკურატურის უფლებამოსილებაზე, არამედ საკანონმდებლო ვალდებულებაზე.
გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი," - განაცხადა "ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ.