"მომისმინე" და გაატარე ძირეული რეფორმები სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ - ამ მოწოდებებით "1000 მშობლის მარშმა" მშობლებთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.
შეკრების ადგილი "ვარდების მოედანი" იყო. პლაკატებით და მოწოდებებით მარშის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.
შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, პორკურატურაში შეიქმნას დეპარტამენტი, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს, გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა.
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი - სწორედ 14 წლის მოზარდის ტრაგიკული ისტორია გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ 100 დღიანი კამპანია დაიწყო.