19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა დღეიდან იწყება

პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა დღეიდან იგეგმება. ეპიდემიოლოგების თქმით, პროცესი COVID-თან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

სიაში მოხვდნენ თბილისში მცხოვრები ის პირები, რომლებმაც ვირუსი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს.

"პოსტკოვიდური სინდრომი - ეს არის მდგომარეობა, როდესაც COVID გადატანილ ავადმყოფს, დაავადების ჩამთავრებისთანავე, ან გადატანიდან 1-2 თვის თავზე უვითარდება გარკვეული ჩივილები. ჩვენ გვაქვს თბილისში COVID გადატანილი პაციენტების ბოლო 2 თვის ზუსტი სია. ამ კვლევის მიხედვით გაიწერება ალგორითმი, თუ თითოეულ ავადმყოფს რა სერვისი უნდა მიეწოდოს,"- განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

პაციენტებს შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევენ. კვლევის მიზანი პოსტკოვიდური სიმპტომის განვითარების პროცენტული დადგენაა. უნდა გამოიკითხოს დაახლოებით 500-მდე ადამიანი.

კვლევიდან გამომდინარე კი, პოსტკოვიდური პერიოდისთვის საჭირო ალგორითმი შედგება.

დღის ამბები