19 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში საპროტესტო მსვლელობას მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში საპროტესტო მსვლელობას მართავს. დემონსტრანტები ქობულეთიდან ავტომანქანებით მაღალმთიანი აჭარისკენ გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ქობულეთიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს გაივლიან, ბოლოს კი ხულოს რაიონში ადგილობრივ მხარდამჭერებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ მსვლელობით იწყება მზადება 20 მარტს თბილისში დაგეგმილი აქციისთვის. მათი თქმით, დედაქალაქის აქციას აჭარიდან მხარდამჭერები შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ. 

დღის ამბები