04 სექტემბერი 2026,   01:09
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - მარტვილის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც რეზიდენციის მეორე სართულის მოაჯირი ჩამოინგრა და უმეტესობა მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მარტვილის პოლიციაში გამოკითხვებზე ჟურნალისტები და ოპერატორები იმყოფებოდნენ. ასევე დაიწყო სასულიერო პირების გამოკითხვაც.

ინციდენტის თვითმხილველი, ერთ-ერთი სასულიერო პირი მარტვილის პოლიციის შენობაში  ცოტა ხნის წინ შევიდა. გამოკითხვის დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"გუშინდელ დღეზე ვარ ალბათ დაბარებული, რომ გამოვალ, გეტყვით ყველაფერს. ფიზიკური დაპირისპირება შიგნით მაშინ არ იყო, უბრალოდ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. კარი რომ გაიღო, მაშინ იყო ამათი რეაქცია ასეთი. ვინ იყვნენ ისინი, მე სახელები არ ვიცი არც ერთის, ყველა ერთად წამოვიდა.

კარი რომ გაიღო და ხალხი გადაცვივდა, გამოვედით ხალხის საშველად და ჩვენ დავრჩით მაგის შემდეგ გარეთ," - აცხადებს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, ინციდენტი მარტვილში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ

დღის ამბები