04 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
ამ მოსამართლეს ნილოსიც ვერ გარეცხავს, უბინძურეს წუმპეშია ამოსვრილი - ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედა რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებულ განაჩენს არ ეთანხმება.

მისი თქმით, თუ საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ვასო მახარაძეს არ შეუფარდეს ეს მუხლი, ამ შემთხვევაში, არც ვახტანგ ჩიქოვანისთვის არ უნდა შეეფარდებინათ.

"მანქანაში ისხდნენ ზეზვა და ვახო, მანქანაში იჯდა ვასო. თუ ვახოს არ მიუყენეს ეს მუხლი, არ ეკუთვნოდა ვახოს და ზეზვას. თუ ვასო მახარაძე გაწიეს ამ მუხლიდან, უნდა გაეწიათ გვერდით ამ მუხლიდან ვახოც და ზეზვაც. მე არ ვიცი, 2012 წელს ეს მთავრობა მოვიდა სამართლის აღსადგენად და ფსკერზე არიან. ეს არ არის სამართალი,"-აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის დედა. 

უკმაყოფილებას გამოთქვამდა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი ლელა გოგოლაძე:

"სადაც სამართალი ყველას ფეხებზე ჰკიდია, და ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი. ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი ამ მოსამართლეს ვეღარასდროს გარეცხავს,"-აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.

არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. 

დღის ამბები