08 მაისი 2024,   13:50
ვრცლად
ეს არის კანონიერი, დასაბუთებული გადაწყვეტილება და სხვა ალტერნატივა არ არსებობდა - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ განაჩენი, რომელიც დღეს გამოცხადდა, არის კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და დაზიანებები მას სხვა გზით არ მიუღია. 

"ეს არის კანონიერი, დასაბუთებული გადაწყვეტილება და სხვა ალტერნატივა აქ არ არსებობდა. უამრავი მტკიცებულებაა, რომელიც ერთობლიობაში ქმნის იმის საფუძველს და იმის მტკიცების საშუალებას, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. საბოლოო წერტილი ექსპერტიზამ დასვა, როდესაც მათ თქვეს, რომ გიორგი შაქარაშვილს ეს დაზიანებები დაცემის და ა.შ. შედეგად არ მიუღია, ანუ, მასზე განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა,"-აცხადებს პროკურორი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.

არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები