08 სექტემბერი 2026,   00:01
ვრცლად
ვაქცინაციას AstraZeneca-ს შემოსვლისთანავე დავიწყებთ და არ დაველოდებით Pfizer-ს - ეკატერინე ტიკარაძე

ვაქცინების პირველი ნაკადი, რომელიც 43 200 დოზას შეადგენს, დიდ ქალაქებში გადანაწილდება - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"AstraZeneca-ს ვაქცინა 43 200 დოზა ჩამოვა. ამ ვაქცინების გადანაწილება მოხდება დიდ ქალაქებში. ეს ქალაქები უკვე დადგენილია და საზოგადოებისთვისაც ცნობილია. 

განსაზღვრული გვაქვს ყველა ის დაწესებულება, სადაც ვაქცინები განთავსდება. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც უკვე გაწერილია.

​მიმდინარეობს სხვა ვაქცინების მწარმოებლებთანაც მოლაპარაკებები. მას შემდეგ, რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებაში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. არ დაველოდებით Pfizer-ის შემოტანას, ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს ,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები