19 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
1-ლი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსის ტარიფი 50 თეთრამდე მცირდება

1-ლი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსის ტარიფი 50 თეთრამდე მცირდება - ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამასთან, მიკროავტობუსით მგზავრობისას შესაძლებელი იქნება ყველა იმ შეღავათით სარგებლობა, რომელიც მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. 

გარდა ამისა, ისევე, როგორც მეტროსა და ავტობუსში, ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობის შემდეგ მოქალაქეს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 1.5 საათის განმავლობაში უფასოდ შეეძლება. 

ლურჯი მიკროავტობუსით უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ შეღავათით ისედაც სარგებლობდნენ: დედაქალაქში რეგისტრირებული უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;

10 თეთრით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები; ხოლო 20 თეთრით მგზავრობის საშუალება ექნება იმავე კატეგორიას, რომელიც ამ შეღავათით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას სარგებლობს:  სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები და სხვა. 

წლის ბოლომდე ყვითელი მიკროავტობუსების ლურჯი მოკროავტობუსებით სრულად ჩანაცვლება იგეგმება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები