19 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
გომისმთაზე, სადაც ერთი მამაკაცი გაიყინა, დახმარებას კიდევ სამი ახალგაზრდა ითხოვს - ყველა მათგანი 25 წლამდეა

ოზურგეთში კურორტ გომისმთაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, კიდევ სამი ახალგაზრდა იმყოფება, რომლებიც შველას საჭიროებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ოთხი მამაკაცი გომისმთაზე სანადიროდ იმყოფებოდა. დასასვენებლად ჩამოჯდომისას ჩაეძინათ და გაიყინენ.

ორი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. სამაშველო სამსახურში დარეკვა ერთმა, შედარებით უკეთ მყოფმა მამაკაცმა შეძლო.

ოთხივე ახალგაზრდა ოზურგეთის სოფელ ბოხვაურის მკვიდრია და ყველა მათგანი 25 წლამდეა.

"შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი,"- აცხადებენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რში.

დღის ამბები