27 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადებიან 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისა 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადებიან.

ბორჯღალოსნები მადრიდში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან და შეეცდებიან საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას, პირველ ტურში ბორჯღალოსნებმა პორტუგალია სტუმრად 29-16 დაამარცხეს.

მომავალ შეხვედრას ჩვენი გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. პორტუგალია-საქართველოს სარაგბო დაპირისპირება 14 მარტს, თბილისის დროით 15 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები