28 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
მივმართავ სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი - ადვოკატი ირმა ჭკადუა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი დაიცვას, რომლის მიმართაც უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.

ადვოკატის განცხადებით, არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სიძულვილის ენა არაერთხელ იქნა გამოყენებულ.

ბასილაშვილის ინტერესების დამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე ორგანიზაციამ თბილისიდან, სპორტსმენის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა. 

"არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გუშინ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.

დღის ამბები