17 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას განცხადებით ეხმაურება:

"ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა. პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში.

დღის ამბები