19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი თამარ გიორგაძე გაიკეთებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იმ ადამიანებს შორის რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველი გაიკეთებენ, ერთ-ერთი ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი თამარ გიორგაძე იქნება. აღნიშნული განცხადება NCDC-ის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინის საქართველოში ჩამოტანას ეძღვნებოდა.

"რიგების მართვის პორტალი ჩაირთო დღეს და პირველი დარეგისტრირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ადამიანი თამარ გიორგაძე, რომელიც მუშაობს ჩვენთან ლუგარის ლაბორატორიაში. არის მეისტორიე ჩვენი ცენტრის და ორშაბათს როცა დავიწყებთ აცრებს ერთ-ერთი პირველი აიცრება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები