გომბორის უღელტეხილზე მეორე დღეა შეზღუდვები მოქმედებს. მიზეზი ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ინტენსიური თოვა და ლიპ-ყინულია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.
"ვაზიანი-გომბორი-თელავის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე, ამ წუთისთვის შესაძლებელია მხოლოდ მაღალი განმავლობის ავტომანქანის მოძრობა. მუშაობა გრძელდება და გზა რამდენიმე საათში გაიხსნება,"- განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს დირექტორმა თენგიზ გვერდელაშვილმა.