19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
UNICEF-ისა და ჯანმოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ

AstraZeneca-ს ვაქცინა ქვეყანაში COVAX პლატფორმის მეშვეობით შემოვიდა, თუმცა პროცესში როგორც შუამავალი, მონაწილეობას იღებდა UNICEF. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე UNICEF-ის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოქალაქეებს ვაქცინაციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფიქრობს რომ შედეგის მისაღებად ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომელიც COVAX შეუერთდა და ასევე ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გაიარა ყველა პროცედურა და თანხა გადაიხადა, რათა პირველებს მიგეღოთ ვაქცინა. საქართველომ შეიმუშავა ვაქცინაციის ძალიან კარგი გეგმა რომელიც დამტკიცდა და ახლა მისი განხორციელება მიმდინარეობს," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი საფუძველს ჩაუყრის კოვიდინფექციის დასრულებას.

"დღეს საქართველოში ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანამ მიიღო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია. გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომ მიიღო მონაწილეობა ვაქცინების შესყიდვის და ვაქცინაციის პროცესის დანერგვაში, საქართველოში. ეს კი საფუძველს ჩაუყრის, რომ საქართველოში კოვიდინფექციასთან ბრძოლა იყოს დასრულებული. მას მერე, რაც დაიწყება ვაქცინაციის პროცესი, როგორც გაეროს ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იქნება სინათლე გვირაბის ბოლოს, რომელიც გაანათებს ყველასთვის," - განაცხადა  ემი კლენსმა.

შეგახსენებთ ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა AstraZeneca-ს საქართველში დღეს დილას ჩამოიტანეს.

დღის ამბები