საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მასწავლებლებს COVID ტესტირება ჩაუტარდებათ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მასწავლებლების გარდა, COVID ინფექციაზე ადმინისტრაციულ პერსონალსაც შეამოწმებენ. სისტემური ტესტირება სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის სავალდებულოა.
ტესტირების პროცესი სხვა სკოლებთან ერთად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. სასწავლო დაწესებულება აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით.