26 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
ბრიტანეთში COVID-19-ის კიდევ ერთი შტამი გამოვლინდა - რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსის ახალი ფორმა და ეფექტურია თუ არა ვაქცინა მის წინააღმდეგ

ვიდრე ქართველი ეპიდემიოლოგები ბრიტანული შტამის ფართო გავრცელებას ებრძვიან, ევროპაში COVID-19-ის ახალი, კიდევ ერთი სახეცვლილი ფორმა აღმოაჩინეს.

ვირუსის ახალმა შტამმა ამჯერადაც ბრიტანეთში შეაღწია. მისი გამოვლენა კი, სპეციალისტებმა აქტიური კვლევებით მოახერხეს. 

ჯერჯერობით უცნობია ამ შემთხვევაშიც ხასიათდება, თუ არა ვირუსი სწრაფი გავრცელებით და რამდენად ეფექტურია უკვე არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. ცნობილია ის, რომ სახეცვლილ ვირუსს იგივე სიმპტომები აქვს.

დიდ ბრიტანეთში ახალი შტამით ინფიცირების 16 დადასტურებული შემთხვევაა.

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში რჩება, სადაც კიდევ ერთი მუტირებული ფორმა ჯერ არ დადასტურებულა.

დღის ამბები