19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ, მიყვარხარ და მენატრები - ნიკოლოზ ბასილაშვილის სიტყვა გამარჯვების შემდეგ

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, დაჯილდოებისას შვილს და ქართველ გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართა:

"ლუკას, მამიკო მინდა რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერისა და ტეილორ ფრიცის დამარცხების შემდეგ დღეს ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.

29 წლის სპორტსმენმა  Qatar Open-ის ფინალში ისტორიული გამარჯვება ორ სეტში - 7:6, 6:2  ქულით მოიპოვა.

დღის ამბები