19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
15 მარტიდან სპორტდარბაზები და ფიტნესკლუბები იხსნება, უნივერსიტეტებში კი სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება

ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება - 15 მარტიდან უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება. იხსნება სპორტდარბაზები და ფიტნესკლუბები, სასკოლო წრეები და პროფესიული ანსამბლები, რეპეტიციები აღდგება თეატრებში.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ფიტნესდარბაზებსა და აუზებს ყოველ 14 დღეში მოუწევთ პერსონალის 50%-ის გატესტვა.

"15 მარტიდან ფუნქციონირებას სრულად განაახლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტებში ფაქტობრივად სრულად იქნება სასწავლო პროცესი აღდგენილი, მათ შორის აუდიტორიაში იქნება ეს პროცესი.

ასევე, ფუნქციონირებას განაახლებს ამავე პერიოდიდან ფიტნესდარბაზები და აუზები. მათ მიმართ დადგენილია კანონმდებლობით შესაბამისი ტესტირების მაჩვენებელი და ეს არის 50%-ის გატესტვა პერსონალის ყოველ 14 დღიან ჭრილში და ასევე გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების პოლიტიკა," - აცხადებს ბექა ფერაძე.

დღის ამბები