კახეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია გრძელდება. ამჯერად ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოს მედპერსონალს ჩაუტარდა.
კახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონში რეგისტირებული 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ჩაუტარდება, საუბარია 1500- მდე მედიკოსზე.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1900 დოზა კახეთში 13 მარტს ჩაიტანეს. რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც AstraZeneca-ს ვაქცინები სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა.